გუდაური 3-ჯერ გაიზრდება

  • 09/06/2018
  • Home
  • გუდაური 3-ჯერ გაიზრდება

სამთო-სათხილამურო კურორტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა წარმოადგენს კურორტზე არსებული საკუთრებებისა და მიმდებარე ტერიტორიების განვითარების გრძელვადიან ხედვას, სადაც კურორტი მოიაზრება მთელი წლის განმავლობაში აქტიურმოქმედ, განვითარებულ, რეგიონალური დანიშნულების კურორტად.

გუდაური, სარეკრეაციო ტერიტორიაზე განაშენიანების კუთხით, დაიყოფა სამ ძირითად ტერიტორიად :
ცენტრალური გუდაური;
ახალი გუდაური, რომელიც იქნება კურორტის მთავარი საფეხმავლო ცენტრი. ასევე, საკურორტო დასახლების შენობების პირველ სართულებზე სავალდებულო წესით განთავსდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, მოთხილამურეთა მომსახურების ცენტრები, სავაჭრო დაწესებულებები, კვების ობიექტები, დასასვენებელი სივრცეები, საკონფერენციო დარბაზები და ა.შ.;
კობი-გუდაურის საბაზო არეალი, რომელიც გააუმჯობესებს წვდომას გუდაურის სათხილამურო არეალთან.

პროექტით დაგეგმილია საბაგირო გზებისა და სათხილამურო ტრასების მშენებლობა.
მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ასევე შესულია 18 ძირითადი საბაგირო გზის მოწყობა.

წყარო: საქართველოს მთავრობა