გზა გრასპოპისკენ

  • 05/03/2018
  • Home
  • გზა გრასპოპისკენ

ეხლა უნდა მოგიყვეთ ზღაპრული თვგადასავლის შესახებ. ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, ბევრი თავგადასავალი მქონია, მაგრამ ეს ჯერ ჯერობით საუკეთესო მოგზაურობა იყო ჩემს ცხოვრებაში.
გზა გრასპოპისკენ… 2017 წელს მეგობრებმა მსოფლიოს გამორჩეულ მუსიკალურ ფესტივალს გრასპოპის ფესტივალს დავადგით თვალი. 10 თვით ადრე დავიწყეთ მზადება და წამების ათვლა. ეს არის ფესტივალი, რომელიც ტარდება ბელგიაში დესელთან ერთ პატარა სოფელში. 4 დღის განმავლობაში ამ ფესტივალს ესწრება 150 000 ადამიანი მსოფლიოს 80 ქვეყნიდან. ბენდებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, 100 ბენდზე მეტი 4 დღეში, 6 სცენაზე. საუკეთესო ბენდებზეა საუბარი როგორებიც არიან Deep Purple, Rammstein, Scorpions, Sabaton, Evanescence, Alestorm, Tarja და სხვა უამრავი ლეგენდარული ბენდი თუ შემსრულებელი.

მოკლედ გზა დავიწყეთ საბერძნეთით, თესალონიკში ჩავფრინდით და პირველი რაც ვიგრძენი ეს იყო საშინელი სიცხე… სულ რაღაც დილის 8 საათზე…

აეროპორტში ავტობუსების გაჩერებაზე ვკითხეთ ერთ ქალს თუ რომელ ნომერს უნდა გავყოლოდით და ეს ქალიც თურმე ჩვენი რეისით ჩამოფრენილა საქართველოდან და თქვენ ქართველები ხართო? ხო და ავტობუსის გაჩერების სწავლა კი არა ჩაჯდა ჩვენთან ერთად ავტობუსში და წამოგვყვა… ვიფიქრეთ რომ მეთქი გზა აქეთ აქვსთქო, მაგრამ ჩვენ გაჩერებაზე ჩამოვიდა და წამოგვყვა… ერთი რამ ვკითხეთ სანამ დავისვენებთ და დავლაგდებით მანამდე სადმე რომ ვჭამოთთქო ისე რომ არც ძალიან ძვირი იყოს და არც ისე რომ გული შეგვიწუხოს საჭმელმათქო და აბა მე ვიცი ეგო და გვატარა 20 წუთზე მეტი ამ ჩანთებით… სიცხეა აი ვერ ავღწერ… აშკარად უნდა რომ პატივი გვცეს, არადა იქ სადაც მიგვიყვანა დაკეტილი იყო… აბა ეხლა უკეთესი ვიციო, არადა 20 წუთზე მეტი რომ გვატარა ამ ჩანთებით სიცხეში უკვე ვეღარ ვსუნთქავდით და ისე გვინდოდა გვეთქვა რომ ჩვენით გავაგრძელებთ გზასთქო რომ უზრდელურად არ გამოგვსვლოდა, მაგრამ იმან იფიქრა უიმე მგონი ფიქრობენ თუ ვწუხდებიო და რას ლაპარაკობთო ეხლა მიგვიყანთ მაგარ ადგილზეო და კიდევ 20 წუთი სადღაც გვატარა აი ვკვდებოდი ისე ცუდათ ვიყავი უკვე და ყველაზე სასწაული და წარმოუდგენელი რაც მოხდა და რასაც ვერ წარმოვიდგენდი ის მოხდა… მიგვიყვანა იმ ადგილზე სადაც სულ თავიდან ჩამოვედით ავტობუსიდან და იქ შაურმის მსგავსი რამ იყო ბერძნული ვარიანტი და იქ გადაწყდა ჩვენი პირველი ბერძნული გამოკვება…

ხოო ძაღლები აი ქალაქში ძალიან დიდი ზომის ძაღლები დადიან უპატრონოდ. ჩვენ კი დაგვყვებოდნენ ყველგან მოვეფერეთ და ვაჭამეთ, მაგრამ რამდენად უსაფრთხოა ვერ გეტყვით.
კიდევ ქართველი შეგვხვდა სადღაც 65 წლამდე და სამწუხაროდ იქაურები გიჟად აღიქვამდნენ… სადღაც 2 საათი ჩვენს გვერდით იყო და ბოლოს სკვერში ჩამოვჯექით და ის ოდნავ მოეფარა ხეებს, ვიფიქრეთ რომ უბრალოდ ოდნავ ცოტა გაიარათქო, მაგრამ ისე მოხდა რომ მის მერე აღარ გვინახავს.

 

 

ჰოდა სალონიკიდან გავფრინდით ბრიუსელში ბელგიაში… ბრიუსელის აეროპორტიდანვე წავედით ანტვერპენში… 2 დღე გავატარეთ ამ ზღაპრულ ქალაქში. არქიტექტურაა მულტფილმში მეგონა თავი და რაც შეეხება ლუდები არის უამრავი სახეობის, საოცარი ლუდები შეგხვდებათ. ადგილობრივი ბერები ეჯიბრებიან ერთმანეთს თუ ვინ უფრო მაგარ ლუდს გამოიყვანს, მოკლედ საოცარი ხალხია.

 

 

 

2 დღის შემდეგ გავუდექით გზას დესელისკენ სოფელში. მატარებლით ჩავედით და მივაგენით ჩვენს კოტეჯს სადაც ვრჩებოდით. საოცარი გარემო დაგვხვდა. სოფლები რაღაც საოცრად მოწესრიგებული, ლამაზი, მშვიდი… ვერ ავღწერ იმდენად მოვიხიბლე…

მეორე დღეს დაიწყო გრასპოპის ფესტივალი… ეს იყო სამოთხე… სრული ბედნიერება სუფევდა იქ. მხოლოდ სიკეთე იყო იქ… 80 ქვეყნიდან იყო 150 000 ადამიანი, არანაირი ომი შუღლი ბოროტება… და ჩვენ 150 000 ივე ადამიანს გვაერთიანებდა მუსიკა და ერთმანეთისადმი სიყვარული.

ამ ოთხმა დღემ ზღაპრულად გაიარა… უამრავი კონცერტი, უამრავი სუვენირი, ბევრი ლუდი და ბევრი მუსიკა…

 

 

 

შემდეგ კი დაიწყო ახალი თავგადასავალი გზა პოლონეთისკენ გდანსკისკენ Guns N’ Roses – ის კონცერტისკენ.
გათენდა დილა და პირველი ტრანსპორტი იყო ტაქსი დესელამდე მატარებლამდე.როგორც მივედით მატარებლით დავიძარით ბრიუსელისკენ, ჩავედით ბრიუსელში და მალევე ბრიუსელიდან მეორე მატარებლით წავედით შარლერუაში და უკვე ძაან დავიღალეთ მაგრამ გზა ჯერ წინ იყო. შარლერუადან გავყევით ავტობუსს აეროპორტისკენ სადაც იყო 40 გრადუსი ლამის სიცხე და ამ ყველაფერს ემატებოდა ის რომ გვაგვიანებოდა ფრენაზე, საცობში მოყვა ავტობუსი და იქ ნერვიულობა გადავიტანეთ რავ… მაგრამ გაგვიმართლა და მივუსწარით ფრენას… რამოდენიმე საათიანი ფრენის შემდეგ ჩავედით ქალაქ მოდლინში საიდანაც მაშნვე ტაქსი ვიქირავეთ და გავეშურეთ ვარშავაში რადგან ვარშავიდან რამდენიმე საათში ჩვენი ავტობუსი გადიოდა. ჩავაღწიეთ ვარშავაში განადგურებულები ვიყავით ისე დავიღალეთ, გავიარეთ ვარშავის ქუჩებში და ცოტა საჭმელი.

 

შემდეგ კი გზა გდანსისკენ, სადაც ავტობუსში გავატარეთ მთელი ღამე და როგორც იქნა დილის 7 საათზე ჩავაღწიეთ გდანსკში და დასრულდა ეს მომქანცველი გზა.

ეხლა კი გდანსკი…
პირველ რიგში უნდა მოგვეძებნა ჰოსტელი და ამ დროს ჩემი საყვარელი აპლიკაცია maps.me ჩავრთე საქმეში.
აღმოჩნდა რომ სადგურიდან არც ისე შორი იყო ჰოსტელი, დაახლოებით 4 კილომეტრი, ამიტომ გადავწყვიტეთ ფეხით გაგვევლო ეს მანძილი.

დავიძარით ჩვენი ღამის გასათევისკენ და დავიწყეთ თან ქალაქის დათვალიერება… გზაში ნელ ნელა იმედები მიცრუვდებოდა,
რადგან აშკარად არ მომწონდა გდანსკის ქუჩები… გარშემო იდგა ჩვეულებრივი კორპუსები და ყველაფერი ერთფეროვნად ჩანდა…
უკვე ერთი სული მქონდა მივსულიყავით ჰოსტელში და დადგა ის ნანატრი წუთიც
maps.me აჩვენებდა, რომ მისული ვიყავით ჰოსტელთან, არადა გარშემო არაფერი იყო გარდა დიდი შენობისა,
რომელიც წააგავდა კათოლიკურ ეკლესიას და ეკლესიის საცხოვრებელს, როგორიც ფილმებში მქონდა ნანახი…
და ეს იყო უკვე ამ ყველაფრის პიკი, რადგან აღმოჩნდა თურმე ეს ყოფილა ჩვენი ჰოსტელი.
თუ დაგაინტერესებთ სახელი არის – Guest Rooms Patron Hotel.
მივედით ზარი დავრეკეთ და გადმოგვხედა დიდ ღიპიანმა კაცმა, რომელმაც მანდამაინც თავაზიანობა არ
გამოიჩინა, ამან კი აგვანერვიულა.
ჩამოვიდა ქვემოთ და ბუზღუნით გაგვიყვა ჩვენი ოთახისკენ… საცხოვრებელში შესვლისას შიშის გრძნობამ გაიღვიძა,
რადგან სიტუაცია იყო შემდეგი – ჩაბნელებული დერეფნები, სპეციფიკური სუნი, ძველებური ნივთები, თან რომ შევედით
გასაქცევიც არსად იყო რომ რამე… და ამ ყველაფერს აგვირგვინებდა ის, რომ ამ კაცს ეცვა თეთრი საროჩქა, რომელიც
წითელი ლაქებით იყო დასვრილი… აი ამ დროს კი ვიფიქრეთ, რომ აი მგონი ეხლა გვაწამებენთქო…

მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა ჰოსტელის მხრივ… და ტყუილად მოგვიწია ანერვიულება…
რაც მთავარია ოთახში მარტო ვიყავით, სისუფთავე და კომფორტიც კარგი იყო.

  

 

ეხლა ამ მოსვენებულებზე გადავწყვიტეთ ბოლო იმედი გაგვმართლებოდა და გვენახა გდანსკის ლამაზი უბნები.
მივედით სადღაც სხვა სამყაროში… ის გდანსკი და ეს აშკარად სხვადასხვა ქალაქები მეგონა…
დამხვდა საოცარი სილამაზე… ულამაზესი ადგილები, თავი ზღაპარში მეგონა…
აი ამან კი გამომისწორა ხასიათი… ძალიან მომეწონა ეს ძველებური სტილის შენობები, რომლებიც ძალიან
ლამაზ ფერებშია გადაწყვეტილი…
ვისაც სტრატეგიული თამაში ”კაზაკები” გაქვთ ნათამაშები,
იოლად მიხვდებით თუ რა არქიტექტურა დამხვდა ძველ ქალაქში.
აი ის უბნებიც, რომ ამ სტილში იყოს გაკეთებული ალბათ
ეს იქნებოდა ქალაქი – ზღაპარი… მაგრამ ალბათ მაინც ზღაპარია ეს ყველაფერი…
ლუდებით უნდა ვაღიარო, რომ მანდამაინც ვერ მოვიხიბლე… მაგრამ, ერთ
ადგილზე, სადაც ადგილზე იხარშებოდა ლუდი აი იქ კი ძალიან გემრიელი
ლუდი გავსინჯე… ძველ ქალაქში იყო, იქ იკითხეთ ლუდსახარში, ყველამ იცის…

სამზარეულოს რაც შეეხება ძალიან გემრიელი კერძები აქვთ…

რაც შეეხება Guns N’ Roses – ის კონცერტს, მშვენიერი იყო.

 

გდანსკის შემდეგ კი ქალაქ კატოვიცეს ჯერი დადგა და წავედით კატოვიცეში… ქალაქი სადაც ყველა მაცხოვრებელი ქალი მოდელი მეგონა…
კატოვიცეში იმდენად დაღლილები ვიყავით უბრალოდ ვიჯექით სკვერში ძირითადი დრო და ვისვენებდით…

 

კატოვიცედან კი ქუთაისი…

ასე დასრულდა ჩვენი მორიგი მაგრამ განსაკუთრებული და ზედმეტად გიჟური თავგადასავალი…