გერგეთის სამება – მსოფლიოს ულამაზეს ტაძრებს შორისაა

  • 19/01/2018
  • Home
  • გერგეთის სამება – მსოფლიოს ულამაზეს ტაძრებს შორისაა

პოპულარულმა ბრიტანულმა ონლაინ გამოცემა The Telegraph-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც მსოფლიოში ულამაზესი ტაძრების სიაა ჩამოთვლილი.

სიაში სულ 23 ტაძარია, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და მათ შორის მეექვსე ადგილს გერგეთის სამება იკავებს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ გერგეთის სამების ეკლესიას განსაკუთრებულს და მიმზიდველს მისი ადგილმდებარეობა, ამწვანებული კავკასიონის დათოვლილ მთებში მდებარეობა ხდის.

სტატიაში ასევე წერია, რომ მე-14 საუკუნეში აგებულ ეკლესიას ცალკე სამრეკლო აქვს, რომელიც ტურისტებისთვის სანავიგაციო საშულების როლს ასრულებს მთებში მოგზაურობისას.

გთავაზობთ The Thelegraph-ის მიერ დასახელებული მსოფლიოს 23 ულამაზესი ტაძრების სიას:

  1. კოლუმბიის ლახ-ლახასის ეკლესია
  2. ნორვეგიული ხის ტაძარი (Borgund Stave Church)
  3. ბეთლემის ტაძარი, ირანი
  4. ნოტრ დამის ტაძარი, საფრანგეთი (Notre Dame du Haut chapel)
  5. რუმინეთში, ტრანსილვანიაში მდებარე ტაძარი (Viscri Fortified Church)
  6. გერგეთის სამება, საქართველო
  7. კემბრიჯის სამეფო კოლეჯის ეკლესია, დიდი ბრიტანეთი
  8. წმ. გიორგის ტაძარი, ეთიოპია
  9. წმინდა ბართლომეს სახელობის ეკლესია, გერმანია
  10. Hallgrímskirkja – ძეგლი ისლანდიაში
  11. მარია მაგდალინელის სურული ეკლესია, იერუსალიმი
  12. საგრადა-ფამილია, ესპანეთი
  13. ფერისცვალების ეკლესია, კუნძული კიჟი, რუსეთი
  14. Palatine chapel, სიცილია
  15. sainte chapelle, საფრანგეთი
  16. წმ. ბართლომეს ეკლესია, ლონდონი
  17. Felsenkirche, გერმანია
  18. Church of St. Dmitry on the Blood, რუსეთი
  19. წმინდა სტეფანეს ეკლესია, ირანი
  20. მაცხოვრის შობის ტაძარი
  21. მატიასის ეკლესია, ბუდაპეშტი
  22. Thorncrown, აშშ.
  23. ქრისტეს აღდგომის ტაძარი, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი