“გაიცანი საქართველო” პრესტური იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში

  • Home
  • მთავარი
  • “გაიცანი საქართველო” პრესტური იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში

კამპანია “გაიცანი საქართველო” გრძელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში მედიატური მოაწყო. მედიასაშუალებების 30 წარმომადგენელი საირმეს, აბასთუმანს, ვარძიას და ვანის ქვაბებს ესტუმრა. საირმეში ჟურნალისტები, ოპერატორები, ბლოგერები და ფოტოგრაფები ზიპლაინით დაეშვნენ, მედიის წარმომადგენლები გაეცნენ სამკურნალო პროცედურებს.
ტურის მონაწილეებმა აბასთუმანში არსებული კულტურული ძეგლები დაათვალიერეს, ეწვივნენ აბასთუმნის ობსერვატორიას, რომელიც 1932 წელს დაარსდა. ობსერვატორიაში აღმოჩენილია 2 კომეტა, რამდენიმე პლანეტა და ა.შ. ობსერვატორიაში არსებული მუზეუმის დასათვალიერებლად ყოველწლიურად აბასთუმანს უამრავი ტურისტი სტუმრობს.
აბასთუმანში მე-18, მე-19 საუკუნეებში აშენებული ისტორიული სახლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება. რეაბილიტაცია უტარდება აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას.

აბასთუმნის დათვალიერების შემდეგ მედიის წარმომადგენლებმა ვარძიიდან 3 კილომეტრში მდებარე ვანის ქვაბები მოინახულეს. ვანის ქვაბრბი გამოქვაბულების კომპლექსია და VIII – XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ნიმუშს წარმოადგენს. ზღვის დონიდან 1386 მ. კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი 16 სართულს აერთიანებს, სადაც 200-მდე გამოქვაბულია. სამონასტრო კომპლექსში შედის კლდეში ნაკვეთი სადგომები, და სამეურნეო დანიშნულების სათავსები, საძვალე, თავშესაფარი, სამიმოსვლო გვირაბები და 6 ეკლესია. შემორჩენილია სამი წყალსადენი და წყალსაცავის ნაშთი, მხატვრობის ფრაგმენტები და ძველი წარწერები.
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია „გაიცანი საქართველო“ 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

  •  
  •