გაიცანი საქართველო პრეს-ტური სამცხე-ჯავახეთში

  • Home
  • მთავარი
  • გაიცანი საქართველო პრეს-ტური სამცხე-ჯავახეთში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სამცხე-ჯავახეთში პრეს-ტური მოეწყო. პროექტ „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში სხვადასხვა მედიასაშუალებების 20-მდე წარმომადგენელმა ახალციხეში, რაბათის ციხე დაათვალიერეს.

ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და ფოტოგრაფებმა ვარძიის ტერასები მოინახულეს, სადაც ოჯახური ღვინის მწარმოებელი გიორგი ნათენაძე ისტორიული ტერასების და მესხური ვაზის ჯიშების აღდგენაზე მუშაობს და სხვადასხვა სახის ღვინოს ამზადებს. 


ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა სოფელ მზიანეთში ტრადიციული მესხური ყველის საწარმოში პროდუქტების დამზადებაში მიიღეს მონაწილეობა. ტრადიციულ მესხურ სახლში კი ხაჭაპურის მასტერკლასი გაიმართა. 


სოფელ ქვაბისხევში ჟურნალისტებმა ხაჭაპურიძების უძველესი მარანი დაათვალიერეს, უძველეს მარანში კი ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.


ტურის მონაწილეებმა მე-10 საუკუნეში აგებული საფარის მონასტერი მოინახულეს, რომელიც უნიკალური მხატვრობით გამოირჩევა. ასევე ესტუმრნენ ხერთვის ციხე-სიმაგრეს.
ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში მუზეუმების საერთაშორისო დღეს დაესწრნენ, სადაც საქართველოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და აშშ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (US AID) პროგრამა “ზრდა”-მხარდაჭერით “ღამე მუზეუმში” აღინიშნა. ღონისძიებაზე ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერების ანსამბლების კონცერტი გაიმართა და ცეცხლოვანი შოუ მოეწყო.

მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა, ტერიტორიაზე შშმ პირებისათვის ვირტუალური მუზეუმი შეიქმნა. VR საპრეზენტაციო სტენდების საშუალებით, ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებს კლდეში ნაკვეთი უნიკალური კომპლექსის სრულფასოვნად გაცნობის საშუალება აქვთ.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია