გაზაფხულთან შეთამაშებული შემოდგომა აჭარაში

  • 05/03/2018
  • Home
  • გაზაფხულთან შეთამაშებული შემოდგომა აჭარაში

აჭარა იყო პირველი ტური, რომელიც ჩემთვის და მეგორბებისთვის დავგეგმე და იმდენად წარმატებული გამოდგა, მას შემდეგ მუდმივ ტურებს ვაწყობთ.

 

აჭარის ზემო ნახვა ყოველთვის მაინტერესებდა  და არ მომწონს , რომ ამ მხარეს მხოლოდ ბათუმით და ქობულეთით იცნობენ. მაშინ როცა ამ ქალაქებზე მეტად მნიშვნელოვანი და ლამაზი ადგილებია სანახავი.

 

ერთი შემოდგომის კვირა დღეს გავემგზავრეთ ზემო აჭარისკენ. ქობულეთში შევედით და ისეთი არანორმალური წვიმა წამოვიდა თვალთახედვა ჭირდა.  ერთი ფიქრი უკან დაბრუნებაც გვინდოდა მაგრამ მოგზაურის შემართებამ მაინც გაგვაგრძელებინა გზა. მეც ვიფიქრე მზე თინათინი ამინდს გამოვიყვან და მანქანის ფანჯრებზე აქტიურად დავიწყეთ მრავალფეროვანი მზის ხატვა. ბოლოს  წვიმას შერცხვა და თინათინს და მზეს დაგვითმო და აქა–იქ გამოიდარა კიდეც.  თუმცა ბეშუმში და მწვანე ტბაზე მაინც ვერ მოვახერხეთ წასვლა.

 

ჩემი დაგეგმილი ტური ბოლოს ამინდს მოვარგე მაინც და  ბოლოდან ზემოთ ავუყევი სანახაობების სიას. .პირველი თამარის ხიდი ვნახეთ შემდეგ კი ოთოლთას ციხისკენ გავემგზავრეთ. მართალია ნანგრევებია, მაგრამ იქიდან ისეთი ლამაზი ხედი იშლება ნამდვილად ღირს ასვლა.

რამაც გამაოცა იყო ის, რომ ახალ ნაწვიმარზე ირგვლივ ყველაფერი ისეთი ხასხასა მწვანე იყო, იფიქრებდი ახლად შეფოთლილი გაზაფხულია და არა შემოდგომა

შემდეგი დანიშნულების  ადგილი  თაღიანი ხიდის ნახვა იყო, რომელიც 1780 წელს სემილ–ფაშა ხიმშიაშვილმა მისივე მეუღლის მზითევის ხარჯზე აააშენა.

 

საქართველოში ბევრია მსგავსი ხიდები, მაგრამ მას თითქოს გამორჩეულად ყოფნა სურდა  და ამისთვის სუროს ფოთლების სამოსელი მოიხურა და წვიმის წვეთებით დანამული  აქა–იქ გამოჩენილ მზის სხივებზე ზურმუხტის ძვვირფასი ქვებივით ბრწყინავდა.

 

 

 

 

 

 

 

ტურის დაგეგმვის დროს ვცდილობდი რაც შეიძლება ბევრი ცნობილი თუ არა ცნობილი ადგილები გვენახა  შემთხვევით ინტერნეტში ერთ ხიდს მოვკარი თვალი, რომლის ადგილსამყოფელი აჭარაში ვერაფრით გავარკვიე  და მისი ნახვა მომავლისთვის გადავდე. თუმცა თაღოვანი ხიდთან მისვლამდე გზა  ერთ ადგილობრივ მცხოვრებელს ვკითხეთ  და როგორც კი კითხვა შემომიბრუნა რომელს ეძებთ ხის ხიდს თუ თაღოვანსო, მივხვდი რასაც გულისხმობდა და ლამის მანქანის ფანჯრიდან გადმოვხტი სიხარულისგან.

ამის შემდეგ  ხარებაშვილების  სოფლისკენ წავედით, ამავე სახელის მქონე ხიდის სანახავად, რომელიც დღემდე აკავშირებს   ბრილთის  და ბარათაულის სოფლებს  ერთმანეთთან. ხიდი თავიდან ბოლომდე ხისაა და ერთამნეთზე

კოჭებითაა გადაბმული. აქ  ვერ ნახავთ ლურსმანს, ცემენტს და საერთოდ ტანამდეროვე ტქნოლოგიის ვერცერთ  ელემენტს. იგი ჯერ კიდევ შორეულ წარსულში მცხოვრები ‘’ინჟინრების’’ ხელმარჯვეობაზე მიუთითებს და მისი ნახვა გულგრილს არ დაგტოვებთ.

უკან  დაბრუნებულებს გზაზე წყლის წისქვილი შეგხვდა, სადაც ახლად დაფქვილი სიმინდის ფქვილის ისეთი სურნელი გამოდიოდა, ყევლაზე ‘’უნიჭო’’მზარეულსაც კი ხელმარჯვე კულინარად აქცევდა.

ბევრი გამარტივებული თანამედროვე ტექნოლოგია, ვერ შეცვლის მსაგავსი წისქვილების  განსაკუთრებულობას და მას სამუდამოდ ტოვებს წარსულის  განუმეორებელ გადმონაშთად მითუმეტეს თუ ის ისევ  ‘’ფორმაშია’’ და თავისი საქმიანობით ღირსეულ კონკურენციას უწევს ბერვად სწრაფ თანამედროვე დანადგარებს.

ბევრი იტყვის ალბათ მთა მთაა და რა განსხვავებაო, მაგრამ ცდებიან. საქართველში ყველა მათგანი განსხვავდება ერთმანეთისგან  და ამაში მათ ამათუ იმ მხარის წეს–ჩვეულება, საცხოვრისები თუ უბრალოდ ფლორა–ფაუნის ნაირფერობა უწყობს ხელს. თუ სვანეთი ქვის კოშკებით იწონებს თავს, თუშეთი კი ხის და ქვის მეგობრობით ხიბლავს მნახველებს, ზემო აჭარას ხის სახლები ალამაზებენ. ისინი  თავისი ნაირფერი ქოთნის ყვავილებ შემოსკუპებული აივნებით გხიბლავენ. რომლებიც ხეობას გადაჰყურებენ, თითქოს ერთმანეთს ეჩურჩულებიან და მხოლოდ მათ შორის მოჩუხჩუხე წყალს ანდობენ  საიდუმლოს.

ხულო ყოველთვის იყო ჩემი ინტერესის საგანი და რა თქმა უნდა მის უნახავი არ წამოვიდოდი. და არც შემცდარ ვარ. ეკლესიასთან მდებარე გადასახედთან მდგომს რეალობაში და იდუმალებაში თავი ერთდროულად გგონია. უკან  ცხოვრებაა რომელიც თავისი რიტმით მიედინება , წინ კი სამყაროა რომელიც უცნობია და ცდილობ ამოიცნო მისი განსაკუთრებულობა. მითუმეთეს ყევალფერ ამას ნისლი უწყობდა ხელს და მას უფრო ამოუცნოსბ ხდიდა.

ხულოში არის თეგას სოფელთან დამაკავშირებელი საბაგირო. როცა თერთმეტი ადმაიანი ამ ერთ პატარა დაჟანგულ , უკვე  წლების წინ ‘’პენსიაში’’ გასულ საბაგიროში ჩავჯექით , როემლსაც ვინ იცის  რამდენი  დრო და ჟამი ჰქოდნა გამოვლილი და რამდენი ადამაინი გადაუყვან-გადმოუყვანია კალთაში ჩასმულს, დავფიქრდით: რამდენად ღირდა ამ დრო მოჭმული სანტრასპორტო საშუალების ნდობა, მაგრამ ჩვენს წინ გადაშლილი ხეობა და მის ბოლოში მდებარე სოფელი ისე მაცდურად გვიცქერდა ცდუნებას ვერ გავუძელით  და  საბაგიროთი გავისერინეთ. დამერწმუნეთ ღირდა,

სხალთის მამათა მონასტერი, რომელიც მომლოცველების სიუხვეს არ განიცდის, დგას მშვიდად  და შემთხვევით მომსვლელებს ელის. მამა ნიკოლოზი სიხარულით შეგვეგება შორიდან ჩამოსულებს, ზეთი გვაცხო, ხატებით დაგვასაჩუქრა და გზა დალოცვილებიც გამოგვიშვა.

ვფიქრობ ზემო აჭარა არ არის ერთ დღეში სანახავი მხარე, ისევე როგორც საქართველოს დანარჩენი კუთხეები. აქ რამდნეიმე დღე უნდა დარჩე, ადგილობრივებს გაესაუბრო. აჭარული კერძები  დააგემოვნო და უბრლაოდ იქ არსებული სილამაზის ცქერით დატკბე.