ბერლინური რომანი

  • 14/02/2018
  • Home
  • ბერლინური რომანი

“ბერლინური რომანი” სათაურმა არ დაგაბნიოთ, მოვლენები სულ სხვაგვარად ვითარდება!!! ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უამრავი ქვეყანა მოვინახულე. მათგან გამოვარჩევ ბერლინს, რომლის ისტორიასაც ახლა მოგიყვებით.

2016 წელს მე და ჩემმა მეგობარმა რომანიმ (რობი, ასე უწოდებს თავის თავს) გადავწყვიტეთ “ბერლინებში საგულაოდ” წასვლა. ავიღეთ ნანატრი ვიზა, ჯერ კიდევ არ იყო ვიზალიბერალიზაცია და კაი ცხოვრება. ჩემი რომანი ცოტა “ვასასი” ადამიანია, ხშირად ზედმეტად ცნობისმოყვარე და კომუნიკაბელური. ხო და მისმა მოჭარბებულმა ემოციებმა არც თვითმფრინავში დააყოვნა. ბორტზე ასვლისთანავე, როგორც წესია დავიკავე ჩემი ადგილი, მაგრამ რომანი არსად ჩანს. ვეძებ, ვიხედები აქეთ-იქეთ, მაგრამ არსად არაა. უცებ მესმის ბორტგამყოლო გოგონების ხმამაღალი ტონი და “ჯიკაობა” და ვაიიი!!!! რას ვხედავ, მისულა სენსორულ მონიტორთან (სპორტული ინტერესის მოზნით) და ყველა ღილაკი მოუსინჯავს. სანამ შენიშნეს და გააჩერეს, მოასწრო შეეცვალა: ტემპერატურა და კიდევ ორი რაღაც…. მოკლედ დიდი ჩხუბის და ჩემგან ბოდიშების მერე, როგორც იქნა გავფრინდით და ჩავაღწიეთ ბერლინში. დაგხვდა ბერლინი ნაცრისფერი და ძალიან ცივი, როგორც ჩვევია ხოლმე, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი გულს, რომ გითბობს ისეთი. დასაბინავებლად ჰოსტელი “ბიგ მამა” უკვე შერჩეული გვაქვს და გეზიც მისკენ ავიღეთ, თან გზაში რომანი ხუმრობს: ახლა ჩემი ლოგინის ზემოთ ( ნომერში იყო რვა ორსაწოლიანი ლოგინი) “შავი კაცი” რომ იწვეს ძაან ვიცინებო. ხო და ეგრე აუხდეს ყველაფერი!! მეორე დღეს ვბრუნდებით ნომერში და რომანის საწოლი თავზე ვხედავთ “შავ კაცს” ნახევრად შიშველს და წამოკოტრიალებულს. ამ სურათის დანახვაზე მე ბოლო ხმაზე ვხარხარებ “შავი კაცი” მიყურებს მე, გაოგნებული სახით და რომანიმ ნერვიულობით ათი კილო ( რომანი ოდნაავ პატარაა ბეგემოტზე, ტანით ) დაიკლო. ბოლოს როგორც იქნა შეთანხმდნენ, რომ შავი კაცი” გადავიდოდა სხვა საწოლზე, ერთმანეთს არ შეაწუხებდნენ და ამასობაში დამეგობრდნენ კიდეც. ერთი-ორი სიტყვით რომანის “მადის” ამბავსაც შევეხები. მთლიანად გადასანსლა და შენთქა გერმანიის არსებული ძეხვეულობა, დააყოლა ლუდი და ეს ყველაფერი, რომ არ იკმარა მიადგა სასტუმროს საუზმეს (რომელიც ნომრის ფასში არ შედიოდა) და გაანადგურა. მაგის მერე ნომერში(დან) სირბილით ვმოძრაობდი, მენეჯერი მოსაკლავად დაგვდევდა.

 

ბერლინი ღამის ცხოვრების და “კლუბური” გართობის გარეშე წარმოუდგენელია. ხო და ჩვენც დავირაზმეთ ე.წ “ბერგჰაინში” წასასვლელად. გავეშურეთ მეტროსკენ (უკვე შეზარხოშებულები) და არხეინად დავსხედით ბილეთის გარეშე და აზრადაც არ გაგვივლია ბილეთის ყიდვა. მთელი ხუთი დღე უბილეთოდ ვიარეთ და არც ეგ დღე ჩავთვალეთ გამონაკლისად.რამოდენიმე გაჩერების შენდეგ, ვაგონში შემოვარდა ექვს კაციანი კონტროლიორთა “რაზმი” დაიწყეს ბილეთების შემოწმება და ვაი შენ რომანს!!! უცბად ჯიბიდან “დააძრო” ძველი ბილეთი (პირველ დღეს ვიყიდეთ ზრდილობის გამო)  ჩამიჯდა  კალთაში და მეუბნება: ესე დავენახოთ, ვითომ ერთი ბილეთი  და ერთი ადგილი გვაქვს დაკავებულიო!!! სამწუხაროდ, რომანის აფიორამ შორს ვერ წაგვიყვანა. ჩამოგვყარეს მატარებლიდან და გვთხოვენ პასპორტებს, რომელიც თან არ გვაქ. ნომერში დავტოვეთ ვაი თუ კლუბში დაგვეკარგოსოო!!უპასპორტობის ამბავმა კიდევ უარესად გაამწვავა სიტუაცია და დარეკეს პოლიციაში. ჩვენ იქვე სკამზე ჩამომსხდრებს ალყა შემოგვარტყეს, რომ არ გავქცეულიყავით ( რომანის წონის პატრონი შორს მაინც ვერ გაიქცეოდა.) სანამ პოლიცია მოვიდოდა, ვეხვეწებით ამ ბიჭებს, ახლა ვიყიდით ბილეთებს, გაგვიშვით, არაა საჭირო პოლიცია, მაგრამ ამაოდ არც კი გვისმენე და პოლიციასთან გავარკვევთო გვპასუხობენ. დაა დაამ გამოჩნდა პოლიცია, მოდის მაღალი, გამხდარი, ლამაზ თვალება ახალგაზრდა, ფორმა რომ ძაან “აკვდება” ბიჭი და მოყვება დაბალი მახინჯი ნახევრად მელოტი ქალი.ისეთი მახინჯი იყო ეს პოლიციელი ქალი, რომ რომანიც ბიჭ პოლიციელს უჟუჟუნებდა თვალებს. ჩვენმა ( მონა ღვთისა ლამაზმა ბიჭმა და მოციქულმა ეშმაკისა უშნო ქალმა ) აბააა პასპორტებიოო!!!!!! მოკლედ არაა პასპორტები, ჩაგვავლეს ხელი (მე გამიმართლა ბიჭი მოვიდა ) და რომანს შერჩა უშნო ქალი და მესმის განწირული ყვირილი ქართულად : დაწყნარდი ქალბატონოო,, არ მოხვიდე ახლოს , ჩემით წამოვალ. მოვაწყვეთ ცირკი მეტროში ყველა ჩვენ გვიყურებდა და იცინოდა. ჩაგვსვეს პოლიციის მანქანაში და გვითხრეს: ღვედი შეიკარითო!!  მაგრამ რომანს ათლეტურ ტანზე არ ეკვრება ღვედი. პოლიციელი მანქანას არ ძრავს ადგილიდან დროზე შეიკარიო (უკვე ისტერიული ხარხარი მაქ ატეხილი მე ) როგორც იქნა მოვარგეთ ღვედი და წავედით. გზაში იმდენი მოვახერხეთ, რომ განყოფილების მაგივრად სასტუმრომდე მივაყვანინეთ თავი და ვანახეთ პასპოტი( ის პასპორტი არა ბავშობაში, რომ ანახებდნენ, ნამდვილი) . გადაამოწმეს ნახეს მოქმედი ვიზა და როგორც იქნა დამშვიდნენ. პოლიციელი ქალი და რომანი მაინც ჩხუბობენ მათი დიალოგი ბოლოს:

პოლიციელი ქალი: როგორიც გეკადრება, ისეთ საღორეში ცხოვრობ!!

რომანი ქართულად: დაწყნარდი ქალბატონი! მაგ სახით რას მიაღწევ არ ვიცი!

მეორე დღეს უკვე საქართველოში ვბრუნდებოდით, წინა დღის ნანერვულები ვიყავით და შიშით ორ-ორი ბილეთი ავიღეთ, სანამ აეროპორტამდე მივედით. აი ესე დავტოვეთ ბერლინი  სამოც ევროიანი ჯარიმით და “ქართველობა წართმეულის”  სახელით, მაგრამ რომანის ბოლო ფრაზა მაინც იმედიანი იყო: რომანი არ დაკნინდება და დაბრუნდება.