ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

  • Home
  • მთავარი
  • ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობას ახორციელებს.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს სცდება. მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში იგეგმება დაახლოებით 3 კილომეტრიანი გზის მშენებლობა.

შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდება. ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება. გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში ახორციელებს ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელი, დაახლოებით, 8 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას.

წყარო: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

  •  
  •