ბათუმში აფრიკარიუმის გახსნა იგეგმება

  • 26/02/2018
  • Home
  • ბათუმში აფრიკარიუმის გახსნა იგეგმება
აფრიკარიუმი ქალაქ ვროცლავში 2014 წელს გაიხსნა და იგი ერთ-ერთი უნიკალურია ევროპაში.
თითქმის ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე წარმოდგენილია აფრიკის კონტინენტის მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა. 4000-ზე მეტი მცენარე, ეგზოტიკური თევზების სახეობები და ზღვის ცხოველები, რომელთა ნახვაც სპეციალური ტერასებიდან და წყალქვეშა გვირაბებიდანაა შესაძლებელი.
ოკეანერიუმი 19 აუზისგან შედგება. აქვე მოწყობილია ორი 8 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერი.
გარდა ამისა აფრიკარიუმი აღჭურვილი საკონფერენციო და სასწავლო სივრცეებით, სადაც პერიოდულად იმართება სამეცნიერო ლექციები, შეხვედრები თუ ვორქშოპები.

ფოტო: ajara.gov.ge

ფოტო: ajara.gov.ge

ფოტო: ajara.gov.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, დელეგაციის წევრებთან ერთად, ვროცლავის აფრიკარიუმი დაათვალიერეს და მისი მუშაობის სტრუქტურას და ტექნოლოგიას გაეცნენ. კერძოდ კი, აფრიკარიუმის მესვეურთაგან მოისმინეს ინფორმაცია ობიექტის წყალმომარაგების, წყლის გაწმენდის სისტემებისა და ხელოვნური მიკროკლიმატის შესახებ.

ფოტო: ajara.gov.ge

აფრიკარიუმის მესვეურებმა ურთიერთთანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვეს. უფრო მეტიც, აჭარის მზარდი ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, შეხვედრაზე პოლონურმა მხარემ აფრიკარიუმის ანალოგიური პროექტის ბათუმში შესაძლო განხორციელების გეგმაზეც ისაუბრა.
უკვე დაიგეგმა მათი ვიზიტი ჩვენს რეგიონში, რომლის ფარგლებშიც პოლონური მხარე ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

ფოტო: ajara.gov.ge

ფოტო: ajara.gov.ge

ფოტო: ajara.gov.ge

წყარო: ajara.gov.ge