ბათუმის საზღვაო აკადემიას სახელმწიფოსგან სასწავლო-საწვრთნელი გემი უსასყიდლოდ გადაეცა

  • 05/01/2018
  • Home
  • ბათუმის საზღვაო აკადემიას სახელმწიფოსგან სასწავლო-საწვრთნელი გემი უსასყიდლოდ გადაეცა

პირველად 90-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეკონომიკის სამინისტროს “ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას“   საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი ეყოლება – საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით, აკადემიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტანკერი „კადეტი” უსასყიდლოდ  გადაეცა.

ეკონომიკის სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ინფორმაციით, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რადგან აკადემიას ამ დრომდე არ გააჩნდა საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი. 2018 წლიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ საზღვაო პრაქტიკა უშუალოდ აღნიშნულ გემზე გაიარონ.

როგორც საზღვაო აკადემიაში აცხადებენ, „კადეტის” აკადემიისთვის საკუთრებაში გადაცემა სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის არის უმნიშვნელოვანესი. ამასთან აღნიშნულ გემზე გავლილი პრაქტიკა კურსდამთავრებულთა დასაქმებას ხელს შეუწყობს.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოთხოვნებით,  გემზე სამუშაოდ წასვლამდე ეკიპაჟის წევრებს მოეთხოვებათ გემის მართვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, შესაბამისად, სასწავლებელში არსებული ყველა საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს საზღვაო პრაქტიკას გემზე. მომავალში აკადემიას შესაძლებლობა ექნება სემესტრში 30-40 სტუდენტი უზრუნველყოს საზღვაო პრაქტიკით. დღემდე სტუდენტებს პრაქტიკის გავლა ფოთის ან ყულევის ნავსადგურებში უწევთ.

PHOTO CREDIT: MINISTRY OF ECONOMY AND SUSTAINABLE DEVELOPMENT OF GEORGIA

PHOTO CREDIT: MINISTRY OF ECONOMY AND SUSTAINABLE DEVELOPMENT OF GEORGIA

PHOTO CREDIT: MINISTRY OF ECONOMY AND SUSTAINABLE DEVELOPMENT OF GEORGIA

წყარო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო