ახალი ტურისტული ზონა გორში

  • 02/02/2018
  • Home
  • ახალი ტურისტული ზონა გორში

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში 1 800 000 ლარის ღირებულების გრანტი მოიპოვა.
ამის შესახებ , გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან პრესკონფერენცია გამართა.
პროექტი „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება ეკონომიკური ზრდისათვის“ საერთო ღირებულება 2 100 000 ლარია, აქედან მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების წილი კი 300 000 ლარი.

პროექტის განხორციელების პერიოდში (2018-2020) მოხდება ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ლომჭაბუკის სკვერისა და იქ არსებული საგამოფენო სივრცის რეაბილიტაცია, აშენდება საინფორმაციო ცენტრი, სატრენინგო და სუვენირების სარეალიზაციო სივრცე, მოეწყობა ტურისტული ავტო და ველო სადგომები, 4 500 გრძივი მეტრის ველობილიკი, 3-4 საზოგადოებრივი საპირფარეშო.

პროექტის მიზანია საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობით ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურიზმის სფეროში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესისათვის შესაძლებლობების შექმნა, ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, მათი უანრების გაძლიერება ტრენინგების, სტაჟირებისა და ბიზნეს-კონსულტაციების სერვისის გზით.
საგრანტო განაცხადი კონკურსში ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების ცენტრმა 2017 წლის მაისის თვეში შეიტანა.

ხელოვნების სახლი

გორელ ფოტოგრაფთა კლუბის პროექტი "ხელოვნების სახლი-Art House"6 მაისს ქალაქ გორის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ “ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების, ა(ა)იპ „გორელ ფოტოგრაფთა კლუბისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ” პროექტის მიზანია ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, გადახალისება და მისთვის კულტურული დატვირთვის მინიჭება. აღნიშნულ სკვერში საჭიროა შეიქმნას სივრცე, სადაც ახალგაზრდებს თავისუფლად შეეძლებათ დაესწრონ ლექციების მოდულს თანამედროვე ხელოვნების შესახებ; მონაწილეობა მიიღონ სემინარებში, კონკურსებსა და გამოფენებში, შექმნან ინტერესთა კლუბები, რომლებიც მიმართული იქნება ქალაქში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებისკენ. ამისათვის პროექტის გუნდი გეგმავს ლომჭაბუკის სკვერში არსებული შენობის რებილიტაციას, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით.ასევე გუნდს შემუშავებული აქვს მიმდებარე სკვერის განვითარების გეგმა რომელიც იქნება ეკო და ინოვაციური, მოკლედ დიდი გეგმებია და თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს ^_^

Geplaatst door გორელ ფოტოგრაფთა კლუბი / Gori Photographers Club op woensdag 4 mei 2016

წყარო: გორის მუნიციპალიტეტის მერია