აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს ვროცლავის სამთავრობო დელეგაციის წევრები სტუმრობდნენ

  • 19/07/2019
  • Home
  • აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს ვროცლავის სამთავრობო დელეგაციის წევრები სტუმრობდნენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს ვროცლავის სამთავრობო დელეგაციის წევრები სტუმრობდნენ. დეპარტამენტში მათთვის რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ სპეციალური პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც აჭარის საზღვაო-სამთო ტურისტული პროდუქტები, ღირსშესანიშნაობები და კულტურა იყო წარმოჩენილი

შეხვედრაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ ხაზი გაუსვა პოლონეთს, როგორც აჭარისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია წლებია აქტიურად მიმდინარეობს

წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი