აფხაზეთი-ახუწას ციხე

  • 10/08/2018
  • Home
  • აფხაზეთი-ახუწას ციხე

ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირეს მუნიციპალიტეტში, სოფელი ახუწაში მდებარე შუა საუკუნეების ციხეს და კიდევ 14 ობიექტს 2018 წლის 31 ივლისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ციხე მდებარეობს სოფელ ახუწაში, მცხოვრები შოუ გუდიმის სახლის მახლობლად პატარა კლდის თავზე. ციხე ნაშენია ქვით. მას სამხრეთ დასავლეთით, კლდის ძირში ჩამოუდის ხევი. გარდა სამხრეთ დასავლეთისა ირგვლივ არტყია გალავანი, მხოლოდ გალავანი ოდნავ დაბლა. ციხე კი გაშენებულია უფრო მაღლა, ამიტომ ძეგლი სტოვებს შთაბეჭდილებას თითქოს ნაგებობა ორ იარუსიანი ყოფილა.
ციხის აღმოსავლეთით მხარეს არის პატარა ცილინდრული ფორმის განყოფილება კამაროვანი ჭერით, შიგ კედლები შელესილი აქვს. იგი ოთხკუთხედი კარებით უერთდება ციხეს. ციხის შუა ეზოში არის ჭა.
ძეგლი ნახევარზე მეტი დანგრეულია. სამხრეთ დასავლეთით მდებარე კედელი მთლიანად მოშლილი აქვს. კედლებს არ ეტყობა სათოფურები.

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა